ტურნირი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით, თამაშები განაწილდება ოლიმპიური ბადის პრინციპით. ბადეში მყოფ მოთამაშეებს ექნებათ ინფომრაცია, მათ მოწინააღმდეგეებზე და თამაშების თანმიმდევრობაზე.
ფინალურ ეტაპამდე თქვენ უკავშირდებით თქვენ ბადეში მყოფ მოთამაშეებს და უთანხმდებით დღეზე, დროზე და კორტზე სადაც ითამაშებთ ბადეში განაწილებულ თამაშებს. გამარჯვებული მოთამაშე ვალდებულია ჩატში მოგვწეროს თამაშის შედეგი, რომელიც აისახება ტურნირის მთავარ ბადეში ონლაინ რეჟიმში. ხოლო ფინალური თამაშები ჩატარდება ორგანიზატორის მიერ ორგანიზებულ სხვა და სხვა კორტებზე, სადაც გაიმართება საზეიმო დაჯილდოვება.
კორტის საფასურს იხდით თქვენ და შეგიძლიათ მოიქცეთ რამოდენიმენაირად:
1. წაგებულმა მოთამაშემ გადაიხადოს კორტის საფასური.
2. კორტის საფასური გადახდა მოხდეს თანაბრად.
3. ისარგებლოთ მერიის მიერ გამოყოფილი უფასო კორტებით.
1. მონაწილეები: ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის ზევით მოთამაშეებს, რომლებიც რეგისტრირდებიან ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული წესით.
2. რეგისტრაცია: რეგისტრაციის ვადა, საფასური და ფორმა განსაზღვრულია ორგანიზატორის მიერ.
3. კატეგორიები: ტურნირი ტარდება სხვადასხვა დონეების კატეგორიებში.
1. წესები: თამაშები ტარდება საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის (ITF) წესების მიხედვით.
2. სატურნირო ფორმატი: ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით.
3. მატჩების ხანგრძლივობა: ყველა ტურნირი ტარდება სხვადასხვა ფორმატით. ყველა ტურნირს ექნება ინდივიდუალური ფორმატი, რომელიც განსაზღვრული იქნება ორგანიზატორის მიერ.
1. რეიტინგი: მოთამაშეთა რეიტინგი განისაზღვრება მატჩების შედეგების შესაბამისად.
1. ტურნირის ბადე: ტურნირის ბადე გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ და მოთამაშეები ინფორმირებული იქნებიან წინასწარ ონლაინ რეჟიმით.
2. დროის შეზღუდვა: ტურნირის თითოეული წევრი ვალდებულია ორგანიზატორის მიერ მოწოდებულ ვადებში ითამაშოს მოცემული თამაშები.
1. ქცევის წესები: მოთამაშეებს ეკრძალებათ უსამართლო, უხეში და არაპროფესიული ქცევა. ნებისმიერი ასეთი ქცევა დასჯადი იქნება.
2. სამართალმდებლობა: ნებისმიერი სადაო საკითხები მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, კორტზე თამაშის მსვლელობისას. ნებისმიერი
3. სამედიცინო დახმარება: მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა და პირველადი დახმარების საშუალებები ხელთ.
1. ფულადი ჯილდოები: გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
2. სხვა პრიზები: ასევე გათვალისწინებულია მედლები, თასები და სპონსორული პრიზები.
1. ცვლილებები: ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს წესდება და ამის შესახებ წინასწარ აცნობოს მონაწილეებს.
2. პასუხისმგებლობა: ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას ტურნირის ჩატარებაზე და ყველა ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხის მოგვარებაზე.
ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას მოთამაშის მიერ ტურნირზე არ გამოცხადების ან სხვა მიზეზის გამო სარეგისტრაციო თანხის უკან დაბრუნებაზე.