ტურნირის საწყის ეტაპზე, თამაშები განაწილდება წრიული ბადის პრინციპით. ბადეში მყოფ მოთამაშეებს ექნებათ ინფომრაცია, მათ მოწინააღმდეგეებზე და თამაშების თანმიმდევრობაზე,
წრიულ ეტაპზე თქვენ უკავშირდებით თქვენ ჯგუფში მყოფ მოთამაშეებს და უთანხმდებით დღეზე, დროზე და კორტზე სადაც ითამაშებთ ბადეში განაწილებულ თამაშებს.
კორტის საფასურს იხდით თქვენ და შეგიძლიათ მოიქცეთ რამოდენიმენაირად:
1. წაგებულმა მოთამაშემ გადაიხადოს კორტის საფასური.
2. კორტის საფასური გადახდა მოხდეს თანაბრად.
3. ისარგებლოთ მერიის მიერ გამოყოფილი უფასო კორტებით.
1. მონაწილეები: ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა ასაკისა და სქესის მოთამაშეებს, რომლებიც რეგისტრირდებიან ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული წესით.
2. რეგისტრაცია: რეგისტრაციის ვადა არის 3 სექტემბრამდე,
3. ტურნრში რეგისტრაციის საფასური: 50₾
4. კატეგორიები: ტურნირი ტარდება ორი დონის კატეგორიებში. (ლიგა 1, ლიგა 2)
1. წესები: თამაშები ტარდება საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის (ITF) წესების მიხედვით.
2. სატურნირო ფორმატი: ტურნირის პირველი ეტაპი ჩატარდება წრიული სისტემით, ხოლო ჯგუფიდან გასული მოთამაშეები გადავლენ ოლიმპიურ ბადეში.
3. მატჩების ხანგრძლივობა: ყველა მატჩი ნახევალ-ფინალურ ეტაპამდე გაიმართება, ერთი სეტი (8)რვამდე სისტემით. 8ით-8-ზე გაიმართება ტაიბრეიქი 10 (ათ) ქულამდე.
4.მატჩის შედეგის დაფიქსირება: თამაშის დასრულების შემდეგ როგორც “მოგებულმა” ასევე “წაგებულმა” უნდა დააფიქსიროს თამაშის ანგარიში, ჩვენ მიერ შექმნილ სპეციალურ ფორმაში. ფორმა მიმაგრებული იქნება “მიმდინარე თამაშების” გვერდზე, სადაც თითოეული მიმდინარე თამაში იქნება გამოქვეყნებული.
5.თამაშების სტილი: ორგანიზატორის მიერ იქნება შედგენილი სატურნირო ბადეები და გადანაწილებული იქნება თამაშები, პირველ ეტაპზე წრიული პრინციპით.
წრიულ ეტაპზე განაწილებული თამაშები მოთამაშეებმა უნდა ითამაშონ თვითონ. შეთანხმდნენ დროზე, აირჩიონ კორტი და თამაშის დასრულების შემდეგ აუცილებელია დააფიქსირონ ანგარიში, რომელიც ავტომატურად აისახება ტურნირის ბადეში.
ოლიმპიურ ეტაპზე განაწილებული თამაშები, ნახევარ-ფინალური და ფინალური თამაშების გარდა. მოთამაშეებმა უნდა ითამაშონ თვითონ. შეთანხმდნენ დროზე, აირჩიონ კორტი და თამაშის დასრულების შემდეგ აუცილებელია დააფიქსირონ ანგარიში, რომელიც ავტომატურად აისახება სატურნირო ბადეში.
ნახევარ-ფინალური და ფინალური მატჩები ჩატარდება თბილისში (ა.მეტრეველის სახელობის) მზიურის ცენტრალურ საჩოგბურთო კორტებზე.
1. მატჩების თანმიმდევრობა: მატჩების თანმიმდევრობა გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ და მოთამაშეები ინფორმირებული იქნებიან წინასწარ.
2. დროის შეზღუდვა: ტურნირის თითოეული წევრი ვალდებულია ორგანიზატორის მიერ მოწოდებულ ვადებში ითამაშოს მოცემული თამაშები.
1. ქცევის წესები: მოთამაშეებს ეკრძალებათ უსამართლო, უხეში და არაპროფესიული ქცევა. ნებისმიერი ასეთი ქცევა დასჯადი იქნება.
2. სამართალმდებლობა: ნებისმიერი სადაო საკითხები მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, კორტზე თამაშის მსვლელობისას.
3.ტურნირის წესდების დარღვევა: თუ მოთამაშე დაქთმულ ვადებში არ დაასრულებს განაწილებულ თამაშებს და განსაზღვრული წესით არ დააფიქსირებს თამაშის ანგარიშს. ავტომატურად მოიხსნება ტურნირიდან და არ მოხდება მისი საკითხის გადახედვა.
V. ჯილდოები
1. ფულადი ჯილდოები: გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
2. სხვა პრიზები: ასევე გათვალისწინებულია მედლები, თასები და სპონსორული პრიზები.
2.რეგისტრაციის ღირებულების გადახდა: ტურნირის სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მონაწილე მეილის სახით მიიღებს საბანკო რეკვიზიტებს და რეგისტრაციის საფასურის გადახდის ინსტრუქციას.
3.რეგისტრაციის ღირებულების დაბრუნება: რეგისტრაციის საფასური უკან არ ბრუნდება!
VII. საბოლოო დებულებები
1. ცვლილებები: ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს წესდება და ამის შესახებ წინასწარ აცნობოს მონაწილეებს.
2. პასუხისმგებლობა: ორგანიზატორი პასუხისმგებელია ტურნირის ჩატარებაზე და ყველა ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხის მოგვარებაზე.