“ჰიუნდაის ჩოგბურთის თასი 2024“ დასასრულდა – ნახევარფინალური და ფინალური მატჩები მზიურის კორტებზე გაიმართა.
2-3 ნოემბერს, მზიურის კორტებზე გაიმართა “ჰიუნდაის ჩოგბურთის თასი 2024”-ის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები,
სადაც მოყვარული მოთამაშეები ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა 120 მოყვარული მოთამაშე
სხვადასხვა ქალაქებიდან მათ შორის თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და წყალტუბოდან.
“ჰიუნდაის ჩოგბურთის თასი 2024” – საქართველოს მაშტაბით ჩატარებული პირველი მსგავსი ღონისძიებაა,
რომელმაც მოთამაშეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა გამოეყენებინათ ტურნირის ინოვაციური სტრუქტურა.
მოთამაშეებს მიეცათ თავისუფალ გრაფიკი,სადაც მათ შეეძლოთ
შეხვედრების ორგანიზება სასურველ დროს და მათ მიერ არჩეულ კორტებზე.
მოთამაშეების რაოდენობიდან გამომდინარე, ტურნირი ორ ეტაპად გაიმართა.
პირველი, შესარჩევი ეტაპი მოიცავდა გუნდურ ბადეს, რომლის შემდეგაც მეორე, ოლიმპიური ბადის სისტემით ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
ასევე, საქართველოში პირველად, სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის საშუალებით მოთამაშეებს შეეძლოთ
დაეფიქსირებინათ თამაშის შედეგები და თვალყური ედევნებინათ სხვა მატჩებზე, რაც გამჭვირვალობასა და ჩართულობას ზრდიდა.
„ჰიუნდაის“ და “მოყვერულ ჩოგბურთელთა ასოციაცია სმეშის” კოლაბორაციით, საქართველოს მოყვარული სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა.
მოყვარული ჩოგბურთელებისთვის შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოს მაშტაბით გაერთიანებულიყვნენ
სხვა მოყვარულთა ჩოგბურთელებთან და თვალი ედევნებინათ მიმდინარე თამაშებისთვის.